დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, მუშაობა თითქმის დავამთავრეთ. მხოლოდ რამდენიმე წვრილმანი გვქონდა მოსაწესრიგებელი. ტრენერმა შეამოწმა ჩვენი ნამუშევრები, მოგვცა შესაბამისი მითითებები.
ტრენინგი ყველასთვის საინტერესო იყო. ბატონმა გიორგიმ გასაგებად გაგვაცნო პროექტებით სწავლების უპირატესობები. ის დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავგეგმოთ აქტივობები, რათა სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური და საინტერესო გავხადოთ მოსწავლეთათვის.
ჩემს პრაქტიკაში აქტიურად გამოვიყენებ ტრენინგზე შეძენილ ცოდნას.
Комментариев нет:
Отправить комментарий