გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
გავეცანით შეფასების შემდეგ სტრატეგიებს:
გავეცანით შეფასების შემდეგ სტრატეგიებს:
- მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები;
- წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები;
- პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები;
- სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის;
- გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
შემდეგ შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო პროექტის გეგმაში და გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
ბატონი გიორგი გვესაუბრა შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიებაზე.
აღნიშნა, რომ შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, საჭიროა მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
Комментариев нет:
Отправить комментарий