ტრენერმა ისაუბრა პროექტებით სწავლების უპირატესობაზე, აღნიშნა, რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ასევე აღნიშნა, რომ ამ მოდულში შევისწავლით, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
გავეცანით მასალებს ვებ-გვერდზე http://tpdc.ge/essentials/. მოვამზადეთ პორტფოლიო პროექტისთვის, შევქმენით ბლოგი. მოვამზადეთ ბროშურა პროექტებით სწავლების უპირატესობებზე. ბატონმა გიორგიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრენინგის განმავლობაში ვუპასუხებთ შეკითხვებს:
- როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
- როგორ დაეხმარება პროექტები ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
Комментариев нет:
Отправить комментарий