ძებნა

суббота, 5 марта 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

         ღეს ტრენინგის ბოლო დღეა, მუშაობა თითქმის დავამთავრეთ. მხოლოდ რამდენიმე წვრილმანი გვქონდა მოსაწესრიგებელი. ტრენერმა შეამოწმა ჩვენი ნამუშევრები, მოგვცა შესაბამისი მითითებები.
         ტრენინგი ყველასთვის საინტერესო იყო. ბატონმა გიორგიმ გასაგებად გაგვაცნო პროექტებით სწავლების უპირატესობები. ის დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავგეგმოთ აქტივობები, რათა სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური და საინტერესო გავხადოთ მოსწავლეთათვის.
        ჩემს პრაქტიკაში აქტიურად გამოვიყენებ ტრენინგზე შეძენილ ცოდნას.

воскресенье, 28 февраля 2016 г.

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, ასევე ბლოგი, გავეცანით დროის მენეჯმენტის შაბლონს და მოვარგეთ ის ჩვენს პროექტს. დღემ ამჯერადაც საინტერესოდ ჩაიარა.

суббота, 27 февраля 2016 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე (რეფლექსია)

ტრენერმა განიხილა საკითხი
  • კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად;
      შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის დამხმარე მასალების შექმნაზე; მოვახდინეთ პროექტის გეგმის კორექტირება; დავსახეთ პროექტის განხორციელების სტრატეგიები; გავაგრძელეთ მუშაობა პროექტისთვის დამხმარე მასალების მოძიებაზე; შევქმენი ბლოგი მოსწავლის ნიმუში. პროექტზე მუშაობა თითქმის დავამთავრეთ.
    ტრენერი გასაგებად გვაწვდიდა საჭირო და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში გვიწევდა ტექნიკურ დახმარებას.





воскресенье, 21 февраля 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე (რეფლექსია)

ტრენერი გვესაუბრა შემდეგ საკითხებზე:
  • დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები;
  • მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა.
შემდეგ შევქმენით პროექტის ფარგლებში მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალები; მოვახდინეთ პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით; ბოლოს კი გავაკეთეთ თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო;

суббота, 20 февраля 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე (რეფლექსია)

ტრენინგზე განვიხილეთ საკითხები:
  • უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
  • შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
  • ჩვენს მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
  • შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
შევადგინეთ ჩვენი  მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმები; გადავხედეთ მოსწავლეთათვის შექმნილ პროექტის ნიმუშს  და  შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

ავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
გავეცანით შეფასების შემდეგ სტრატეგიებს:

  • მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები;
  • წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები;
  • პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები;
  • სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის;
  • გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
შემდეგ შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო პროექტის გეგმაში და გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
ბატონი გიორგი გვესაუბრა შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიებაზე.
აღნიშნა, რომ შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, საჭიროა მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

суббота, 13 февраля 2016 г.

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია



ავეცანით ინტერნეტრესურსებს, რომლებიც დაგვჭირდებოდა პროექტზე მუშაობის პროცესში, ონლაინთანამშრომლობით ვებსაიტებს  პროექტის იდეების გაზიარებისთვის. 
გავეცანით პროექტის გეგმას, შევარჩიეთ პროექტის თემატიკა, ასევე შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები ესგ-დან. დავსახეთ პროექტის სასწავლო მიზნები და სავარაუდო შედეგები, ჩამოვაყალიბეთ როგორც ზოგადი, ასევე თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.
დღემ ამჯერადაც საინტერესოდ ჩაიარა.

воскресенье, 7 февраля 2016 г.

I მოდულის რეფლექსია


   რენერმა ისაუბრა პროექტებით სწავლების უპირატესობაზე, აღნიშნა, რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ასევე აღნიშნა, რომ ამ მოდულში  შევისწავლით, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
  გავეცანით მასალებს ვებ-გვერდზე  http://tpdc.ge/essentials/მოვამზადეთ პორტფოლიო  პროექტისთვის, შევქმენით ბლოგი. მოვამზადეთ ბროშურა პროექტებით სწავლების უპირატესობებზე. ბატონმა გიორგიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრენინგის განმავლობაში ვუპასუხებთ შეკითხვებს:
  •  როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
  • როგორ დაეხმარება პროექტები ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?